12:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-16 15:14:32, 850 ნახვა

ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - ევროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი არ ექნება.

„როდესაც მაგიდასთან სხდებით, რეალურად არის ორი პროტაგონისტი და ერთი, იმედია, შუამავალი. უნდა გვყავდეს უკრაინელები, რუსები და, რა თქმა უნდა, ამერიკელები მაგიდასთან მოსაუბრედ“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამორიცხვა მოლაპარაკებებიდან არასდროს ყოფილა განხილვის საგანი.

„როდის გვითქვამს, რომ უკრაინელები გამოირიცხებიან დისკუსიიდან? ეს არასდროს თქმულა. პრეზიდენტი ტრამპი ამის შესახებ ძალიან ღიად საუბრობს“, – განაცხცადა კელოგმა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ უნდა იყვნენ ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაშინ როცა მათ ამერიკელებზე მეტი დახმარებაც კი გაუწიეს უკრაინას, კელოგმა მინსკის შეთანხმების მაგალითი მოიყვანა.

„მინსკი 2-ის პრობლემა იყო ის, რომ მაგიდასთან ბევრი ისეთი ადამიანი იჯდა, ვისაც რეალურად არ ჰქონდა სამშვიდობო პროცესის განხორციელების უნარი და ის ჩაიშალა. ჩვენ აღარ წავალთ ამ გზით. ჩვენი ფილოსოფია არ არის ამ ომის გაგრძელება ბოლო უკრაინელის სიკვდილამდე. მიზანია, შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა, შევაჩეროთ ომი. დავრწმუნდეთ, რომ სუვერენიტეტი ხელშეუხებელი რჩება“, – განაცხადა კელოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics