08:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 21:14:48, 388 ნახვა

საზოგადოება
თბილისის პარალელურად აქციაა ბათუმშიც

თბილისის პარალელურად, აქციაა ბათუმშიც. მოქალაქეები ისევ აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილები. მოთხოვნა უცვლელია, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეების თქმით  დანებებას არ აპირებენ და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტპატიმართან ერთად რუსულ რეჟიმზე გამარჯვებას არ იზეიმებენ.

„დღეს ბათუმელი მოსახლება ისევ გარეთ არის გამოსული, ისევ უწყვეტ რეჟიმში ითხოვს ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების თავისუფლებას. ამას ბათუმში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ბათუმელი ადამიანები მზია ამაღლობელი და ჩვენი მედროშე თემურ ქათამაძე უკვე მერამდენე დღეა შიმშილობენ, ასევე ზვიად ცეცხლაძე ბათუმელია და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პირველ რიგში, ამ ადამიანებს, მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებთ და პირობას ვაძლევთ, რომ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ერთად არ გავიმარჯვებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ,“ - ამბობს აჩიკო ბერიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics