11:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 12:14:58, 403 ნახვა

საზოგადოება
ხუტაშვილის და მუმლაძის შემდეგი სასამართლო სხდომა 7 მარტს გაიმართება

რუსთაველის გამზირზე მდებარე კამერების დაზიანების დამო დაკავებული გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის შემდეგი სასამართლო პროცესი 7 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

30 იანვარს ხუტაშვილი და მუმლაძე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების პატიმრობაში დატოვება პროკურატურამ მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მოსამართლემაც.

შსს-მ 1998 წელს დაბადებული გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუტაშვილს 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგივე ბრალდება აქვს წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics