01:29 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 13:07:32, 366 ნახვა

საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი ზენონი - რის მიღწევას ცდილობთ ბატონო ბიძინა? თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ

რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ - დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეუფე ზენონი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ქვეყანაში მშვიდობა არ მოაქვს.

„რის მიღწევას ცდილობთ, ბატონო ბიძინა, ან რა დაგიშავეთ? თითქმის არავინ დაგვტოვეთ, ვისაც არ გადაგვიარეთ. რა გინდათ. დაჩაგრულ თაობათა საცხოვრისად გინდათ აქციოთ ეს ქვეყანა?

არა! არა! არა!

ჯვარზე მიმავალმა ჯვარცმულმა თქვა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც წუთისოფელი იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება“.

აი, მშვიდობა რა არის და ვისგან მოდის და როგორ მოდის, ბატონო ბიძინა. სხვისი ბედნიერი ცხოვრებისათვის გაღებული საკუთარი მსხვერპლით.

სხვა დანარჩენი “მშვიდობა” უქმი ზმანებაა, სინამდვილეს რომ ეთამაშება.

თქვენ მშვიდობა არ მოგაქვთ“, - წერს მეუფე ზენონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics