21:59 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 08:30:09, 860 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვა და საკმარისი რაოდენობის რაკეტები უკრაინაში მშვიდობის მოახლოების წინაპირობაა

საჰაერო თავდაცვა და საკმარისი რაოდენობის რაკეტები უკრაინაში მშვიდობის მოახლოების წინაპირობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინასა და რეალურ სამყაროს სჭირდება გარანტიები – გარანტიები, რომ ასეთი ბოროტება შეჩერდება. საიმედოდ. არა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით ან რამდენიმე ფურცლით, არამედ რაღაცით, რაც შეძლებს გარანტიის მიცემას, რომ რუსული ტერორი აღარ იარსებებს. საკმარისი რაოდენობის თავდაცვა არის აუცილებელი წინაპირობა მშვიდობის მოსაახლოებლად. ყველა სახის საჰაერო თავდაცვის სისტემა, დრონების განვითარება და ინვესტიციები იარაღის წარმოებაში აქ, უკრაინაში – ეს არის ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვა, ეს არის იმ იდეის დაცვა, რომ მშვიდობა შესაძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics