16:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 12:52:56, 648 ნახვა

საზოგადოება
დღეს, 26 იანვარს, არჩევნებიდან 3 თვის თავზე მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

არჩვენებიდან 3 თვე გავიდა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები დღეს, 26 იანვარს, 19:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ. 

პროტესტის ეპიცენტრში დღეს რიგითი მოქალაქეების გარდა, ის ადამიანებიც იქნებიან, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ და კანონდარღვევის არაერთი ფაქტი აღმოაჩინეს. 

დღეს 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები მოიპარა ამ რეჟიმმა. ქართველი ხალხის პროტესტი ამ დროის განმავლობაში იყო უწყვეტი. დღეს გვინდა, შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო ჩვენს მეგობრებსაც, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება, არ ვნებდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანი მოგვიწია წინააღმდეგობის გაწევა. ამ წინააღმდეგობას გავწევთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ვიკრიბებით 19:00 საათზე თსუ-ს პირველ კორპუსთან და მსვლელობით დავიძრებით პარლამენტისკენ. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის, საზოგადოების ზეწოლა და საერთაშორისო თანამეგობრების ზეწოლა კიდევ გაძლიერდეს ამ რეჟიმზე და ჩვენ უკვე გვაქვს ამის შედეგები, რომ ამ რეჟიმს არ აქვს აღიარება, ამიტომ ჩვენ ამ გზას უნდა მივყვეთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს დანებების უფლება, - ამბობს იურისტი ტატო ქელბაქიანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics