2025-01-17 11:02:00, 862 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლება - ამ პოსტის შემდეგ, ბათუმში 14 წლის ალექსანდრე მიქელაძე დაიკარგა
ბათუმში 14 წლის მოზარდს ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. იგი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა და მასთან კონტაქტი დაიკარგა.
ოჯახი და შესაბამისი სტრუქტურები ჩართულები არიან ძებნის პროცესში. ალექსანდრე ფეხბურთელია და სპორტით აქტიურადაა დაკავებული.
"ექსპრესნიუსმა" გაარკვია, რომ მოზარდმა გაუჩინარების წინ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი "თავისუფლება" ამის შემდეგ დაიკარგა.
არსებული ცნობით, ძებნაში ჩართულმა მოხალისეებმა, მისი ქურთუკი და ტელეფონი ბათუმში სანაპიროზე რესტორან "სანრემოს" მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
თხოვნაა ალექსანდრე მიქელაძის პოვნის ან შემჩნევის შემთხვევაში დარეკოთ აღნიშნულ ნომრებზე
555105500 ან 571 01 24 21

ავტორი: ექსპრესნიუსი,