2025-01-16 16:39:02, 343 ნახვა
საზოგადოება
დღეს, 20:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტების აქცია გაიმართება
დღეს, 16 იანვარს, 20:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჟურნალისტები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი ავრცელებს:
"მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის დაკავებას, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებაზე საიას მოთხოვნას ვუერთდებით და დღეს, 20:00 საათზე, შევიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სადაც მოვითხოვთ ეთერის დათმობას, რათა ვისაუბროთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შესახებ. #თავისუფლებამზიას" - წერს ლიკა ზაკაშვილი.
#თავისუფლებამზიას
ავტორი: ექსპრესნიუსი,