08:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 15:48:04, 557 ნახვა

ეკონომიკა
დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველო.

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელშიც საქართველოზე საუბარი არ არის.

როგორც მთავრობის პრესსამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, ღონისძიების მოსაწვევი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს არ მიუღია. 

,,როგორც იცით, 20 იანვარს იმართება ფორუმი და ამ დრომდე მოსაწვევი არ მიუღია პრემიერს. მოსწვევის შემთხვევაში, დასწრებას ჩვენი დაგეგმილი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ შევძლებთ."-აცხადებენ პრესსამსახურში.

ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები.

ცნობისთვის, აქამდე ფორუმში საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics