17:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 13:22:06, 445 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოს რეგიონ აფხაზეთის გალის რაიონში. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ დამღუპველი მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და მეგობარ საქართველოს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics