2016-03-01 21:35:04, 677 ნახვა
სხვადასხვა
ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს
თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი რეანიმაციის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ არის საგანგაშო.
გამოძიებას პეტრიაშვილი ამ დრომდე არ დაუკითხავს დაუკითხავს. მას სამართალდამცველები თავდასხმის შესახებ კითხვებს უახლოეს დღეებში დაუსვამენ.
ცნობისთვის, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან