00:34 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 10:39:21, 625 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ჯარებმა კიდევ ხუთი ტყვე უკრაინელი დახვრიტეს

კიევი უკრაინის დონეცკის ოლქში რუსული ჯარების მიერ ომის წესების მორიგ დარღვევას იძიებს. საუბარია რუსეთის ძალების მიერ პოკროვსკის მიმართულებით ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვეს სავარაუდო სიკვდილით დასჯაზე, იტყობინება უკრაინის გენერალური პროკურატურა ტელეგრამის არხზე.

დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი ნოემბერში მოხდა, როცა რუსი სამხედროები სოფელ პეტროვკას მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეიჭრნენ. დასახლება პოკროვსკის მიმართულებით მდებარეობს, სადაც შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია.

„შეტევის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ჯარისკაცი იძულებული გახდა უკან დაეხია და მიმალულიყო კერძო სახლში, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დამცველები ტყვედ აიყვანეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, ოკუპანტებმა ავტომატური იარაღით დახვრიტეს უკრაინელი პატიმრები“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics