|
2024-11-21 12:52:49, 492 ნახვა
ომი უკრაინაში
საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა დღეს, 21 ნოემბერს ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს გამოიყენეს. „2024 წლის 21 ნოემბრის დილას, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ქალაქ დნიპროს (საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა) სხვადასხვა ტიპის რაკეტით. საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქიდან გაუშვეს“,- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება ტამბოვისა და ვოლგოგრადის ტერიტორიებიდანაც მოხდა. როგორც საჰაერო ძალები იუწყება, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა Х-101-ის ტიპის 6 რაკეტა ჩამოაგდეს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)