21:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-20 19:03:04, 532 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერეთებული შტატები უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, "ჯაველინისა" და AT-4 სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას, და ა.შ.

"სამხედრო დახმარების ეს პაკეტი უკრაინას Presidential Drawdown Authority-ის (PDA) ფარგლებში გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში ჩამოთვლილი საბრძოლო აღჭურვილობა კიევს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გადაეცემა",- აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics