|
2024-10-13 18:50:59, 407 ნახვა
ომი უკრაინაში
სიბიგა - რუსეთის სასტიკი მოპყრობა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ აბსოლუტური ბარბაროსობაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რუსეთის მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო, ზომები დაუყოვნებლივ მიიღოს. როგორც სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს, "რუსეთის სასტიკი მოპყრობა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და ჩვეულებების უხეში დარღვევაა". "სიკვდილით დასჯა სულ უფრო ხშირი ხდება. გაეროს მონაცემებით, სამხედრო ტყვეების 95% წამებას განიცდის, მათ უარს ეუბნებიან ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მათთან წვდომას ზღუდავენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები - გასცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ჯალათებისა და მწამებლების დასაკავებლად; მოითხოვოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მედიკოსების წვდომა მათი დაპატიმრების ადგილებში, ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას",- წერს სიბიგა. შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კურსკის ოლქში რუსებმა 9 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)