14:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 10:20:42, 369 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში სამოქალაქო გემს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, გემზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.

"მტერმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. აგრესორის სამიზნე იყო პორტის ინფრასტრუქტურა. მტერმა ბალისტიკური რაკეტით დაარტყა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს. 

60 წლის უკრაინელი გარდაიცვალა. დაშავდა 5 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათგან 4 საშუალო სიმძიმისაა, ერთი - მსუბუქი. ამჟამად მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება",- აცხადებს კიპერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics