11:19 - 12 Apr, 2026
|
2024-10-02 10:32:51, 419 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 „შაჰიდიდან“ 11 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 32 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 11 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, 10 დრონი უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა, 4-მა დრონმა კი, რუსეთის მიმართულებით უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა. "თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიროვოგრადის, ოდესისა და სუმის რეგიონებში",- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)