12:36 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 10:06:57, 368 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“, Kovzy, VISA და GLOVO ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

E-commerce in a box წარმოადგენს "თიბისის", Kovzy-ს Visa-სა GLOVO-ს ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის საკვები ინდუსტრიის/სარესტორნო ბიზნესების ხელშეწყობას, მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდას. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.

იმ შემთხვევაში, თუ "თიბისის" მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს/კვების ობიექტს არ აქვს საიტი, KOVZY პროექტის ფარგლებში აუწყობს საიტს, მიწოდებას უზრუნველყოფს GLOVO, ხოლო "თიბისი" უზრუნველყოფს გადახდებს და მას "თიბისი" ბიზნესი 3 დამატებით სარგებელს სთავაზობს:

1. ბიზნესს ეხსნება ყოველთვიური შევსებადი საკომისიო;

2. 1 წლის განმავლობაში ხდება "თიბისის" ბიზნეს ნაკრების მომხმარებელი უფასოდ;

3. E-commerce არხში VISA - ს ბარათით გადახდის შემთხვევაში, მას უკან დაუბრუნდება საკომისიო თანხა, მაქსიმუმ 300 ლარი. 

პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები.

პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფე-რესტორნების კატეგორიაში 100 მცირე და საშუალო ბიზნესზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics