14:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 12:32:26, 494 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა სუმში, სამედიცინო დაწესებულებაზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]

რუსეთმა უკრაინაში, სუმის ოლქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაზე ორმაგი თავდასხმა განხორციელა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, პირველი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოს რამდენიმე სართული კი დაინგრა. 

მისივე თქმით, მეორე იერიში მაშინ განხორციელდა, როდესაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობდა.

"სუმში რუსებმა ორჯერ დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას. ამ დროისთვის 6 ადამიანი დაიღუპა",- დაწერა კლიმენკომ სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია. კიდევ ერთი სამართალდამცველი კი დაშავდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics