23:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 17:42:53, 539 ნახვა

ომი უკრაინაში
სტანო - პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას აგრძელებს

პუტინის განცხადება არ შეცვლის ევროკავშირის პოზიციას, ვიდრე ის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს თქმით, ევროკავშირი აგრძელებს დასავლური იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე დისკუსიას.

მისი განცხადებით, ამ თემაზე ევროკავშირის სერთო პოზიცია არ არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

„პუტინი მუდმივად აკეთებს ცრუ კომენტარებს და ფაქტი არის ის, რომ მან დაიწყო ომი უკრაინაში და ამით ის ასევე თავს დაესხა ყველა ევროპულ და დასავლურ დემოკრატიულ ქვეყანას. ის არა მხოლოდ თავს ესხმის უკრაინას, ის თავს ესხმის ღირებულებებს და პრინციპებს, რომლებისაც ჩვენ გვჯერა; ის თავს ესხმის საერთაშორისო სამართალს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; ის არღვევს გაეროს წესდებას. ასე რომ, მან დაიწყო ომი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ და უკრაინა არის საკმარისად მამაცი, რომ იბრძოლოს ამ ომში თავისი ხალხითა და თავისი სისხლით, რისთვისაც ის იხდის უმაღლეს საფასურს.

რა თქმა უნდა, რასაც ის ამბობს, არ შეცვლის ჩვენს პოზიციას მანამდე, ვიდრე ის აგრძელებს ამ უკანონო აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო გზით. წევრი ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება და ჩვენ ვხედავთ ამ დისკუსიების შედეგებს შეზღუდვების მოხსნის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების სახით. ამ საკითხზე ევროკავშირის საერთო პოზიცია არ არის. რა თქმა უნდა, თუ რა პირობებით მოხდება იარაღის გამოყენება, იმ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, ვინც იარაღს აწვდის უკრაინის თავდაცვას“, - განაცხადა სტანომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics