|
2024-09-12 10:04:27, 557 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
შავ ზღვაში ოპერაციის დროს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა რუსული Су-30СМ-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა საბრძოლო თვითმფრინავებთან კონტაქტი 11 სექტემბერს, დილის 5 საათზე დაკარგეს, დაახლოებით, 3 საათის შემდეგ რუსებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია An-26-ის თვითმფრინავით, ასევე Mi-8-ისა და Ka-27-ის ვერტმფრენებით დაიწყეს. "თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც დაფუძნებულია დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქალაქ საკის აეროდრომზე", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, თვითმფრინავის ღირებულება, დაახლოებით, 50$ მილიონია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)