11:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 13:29:43, 613 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 60 დრონი და 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 5 რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 74 თავდასხმის დრონი გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებსნ.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2 რაკეტა და 60 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

"საზენიტო ბრძოლის შედეგად ჩამოვაგდეთ ორი X-59/69 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა და 60 "შაჰიდ-131/136" შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, 3 Kh-59/69 ტიპის ფრთოსანი რაკეტა კურსკისა და ბელგოროდის რეგიონის საჰაერო სივრციდან გაუშვეს, ამავე ტერიტორიიდან უკრაინას თავს დაესხნენ 2 რაკეტით, რომელთა ტიპი ჯერ დადგენილი არაა.

საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ უკრაინის ცხრა რეგიონში: ხარკოვი, ჩერკასი, კიროვოგრადი, კიევი, პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ხერსონი, სუმი და დონეცკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics