2024-08-27 10:26:10, 470 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო ადმინისტრაცია - ზაპოროჟიეში „შაჰიდებით“ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 2 კი დაშავდა
ზაპოროჟიეში "შაჰიდებით" თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და 2 დაშავდა ადამიანი, - ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს.
ფედოროვის ცნობით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა სახლები, ხოლო ხმელ ბალახს ღია ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა.
"რუსებმა, წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატებით ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რეგიონში შვიდი დარტყმა განახორციელეს . დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი", - წერს ფედოროვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,