2024-08-19 17:03:44, 835 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა კურსკის რეგიონში დასახული მიზნის მიღწევას აგრძელებს
უკრაინა კურსკის რეგიონში დასახული მიზნის მიღწევას აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს.
"ალექსანდრ სირსკიმ კურსკის რეგიონში ოპერაციის შესახებ ახალი დეტალები მომახსენა. დასახულ მიზნებს ვაღწევთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის ტყვეების გაცვლის ფონდში მორიგი მატებაც გვაქვს",- განაცხადა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,