2024-08-15 10:10:09, 595 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინამ ღამით რუსეთის გაშვებული 29-ვე დრონი ჩამოაგდო
უკრაინამ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 29-ვე დრონი ჩამოაგდო,- ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინას 3 Kh-59-ის ტიპის მართვადი რაკეტებით და კიდევ 29 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ელექტრონული ომის სისტემებმა ჩამოაგდეს 29-ვე დრონი ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის რეგიონებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,