2024-07-12 09:51:03, 676 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - აშშ უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 225 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, პაკეტი “პატრიოტის“ სარაკეტო ბატარეას და მაღალი მოძრავი საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა და რაკეტებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას მოიცავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,