2024-07-09 17:32:46, 785 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიმენკო - კიევში „ოხმატდიტის“ ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა
კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს - "ოხმატდიტის" ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
კლიმენკოს თქმით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32-მა დაშავებულმა შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიმართა.
"ზოგადად, რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“,- აცხადებს შს მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში გუშინ, 8 ივლისს განახორციელა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,