2024-07-03 10:56:49, 565 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად მზად არ არის
უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და ომის დასასრულებლად ნებისმიერი ტერიტორიის დათმობისთვის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ვიზიტისას ერმაკმა ჟურნალისტებს უთხრა, კიევი მოისმენს ნებისმიერ რჩევას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს "სამართლიან მშვიდობას" ომში.
"ჩვენ მზად არ ვართ, კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ, ესენია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი",- განაცხადა ერმაკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,