2024-06-28 16:23:12, 442 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
"მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და გარეგანათება.
ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობას სოფლის ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შპს „მშენ+“ ახორციელებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),