2024-06-16 11:50:30, 377 ნახვა
რეგიონი
კასპის მერიას კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი გადაეცა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეორე ნაგავმზიდი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, კასპის მერიამ 100 ერთეული საყოფაცხოვრებო ნარჩენშემკრები კონტეინერიც შეიძინა.
"ზაფხულის პერიოდში მუნიციპალიტეტში იზრდება როგორც მოსახლეობის, ისე ტურისტების რაოდენობა, ახალი ტექნიკა კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),