|
2024-05-30 17:05:02, 547 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს
საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. ამის შესახებ Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს. წყაროების განცხადებით, სავარაუდოა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას გამოაცხადებს. წყაროების ცნობით, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი - რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს. მათივე ინფორმაციით, წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრანგეთში ვიზიტი 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე არის დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)