14:37 - 15 Apr, 2026
|
2024-05-22 08:41:06, 496 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - რუსებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანეს
რუსებმა, "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით, უკრაინის ქალაქ სუმში ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის გამო, ქალაქი სუმი ელექტროენერგიის გარეშეა. "მტრის თავდასხმის გამო, ქალაქი სუმი ელექტროენერგიას არ იღებს. ჩვენ ველოდებით აღდგენას და პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უზრუნველვყოფთ", - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სუმის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ შოსკასა და კონოტოპში მდებარე ზოგიერთ ენერგეტიკულ ობიექტებზეც მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)