2024-03-16 14:54:07, 1421 ნახვა
ომი უკრაინაში
ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
როგორც კლიმენკო აღნიშნავს, კლინიკაში დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 70-ს აღემატება.
"დღეს კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა საავადმყოფოში მძიმე ტრავმისგან. კიდევ ერთი მსხვერპლი ოდესაზე გუშინდელი რუსული თავდასხმის შედეგად", - განაცხადა კლიმენკომ.
ცნობისთვის, 16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,