2024-03-15 22:08:04, 1279 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ - უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს
რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Facebook-ზე სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირის შემდეგ დაწერა.
შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავდეევკის მიმართულებიდან დაბრუნებული მთავარსადლის, ალექსანდრ სირკის ანგარიში მოისმინა.
„რაც მეტს დაკარგავს რუსეთის სახელმწიფო და რაც უფრო დიდი იქნება მისი აგრესიის საფასური, მით უფრო ახლოს იქნება ომის სამართლიანი დასასრული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,