|
2024-02-28 10:26:47, 1221 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯონ კირბი - უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის. როოგრც კირბიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილია. "უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან",- თქვა კირბიმ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხული არაა". აღნიშნულის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე დისკუსია გაიმართა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. საკითხს გამოეხმაურნენ კრემლში და თქვეს, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა რუსეთისა და NATO-ს პირდაპირ დაპირისპირებას გამოიწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)