11:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-23 10:57:28, 1368 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი

გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე მიუწევთ გადარჩენა.

„გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. ჩვენ თუ გვესმის ამის საფასური და მსოფლიო თუ მზად არის ამისთვის, მაშინ კარგი, თქვენ ამას ნახავთ, მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინის და უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის პუტინი ვლადიმერ პუტინი არასოდეს გაჩერდება და "ის გაივლის აღმოსავლეთ ევროპის გზას, რადგან მას ეს სურს".

„ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამაზე კონგრესმენებთან. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენსაც. ეს ყველას ესმის. 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ძალიან დაგვეხმარება“, - დასძინა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics