14:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 15:09:15, 1233 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 58 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, რომლის ფარგლებშიც, კიევმა 58 ცხედარი დაიბრუნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა.

"მორიგი რეპატრიაციის ღონისძიების შედეგადაც შესაძლებელი გახდა 58 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება. 

ღონისძიება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების კომისრის სამდივნო) თანამშრომლობით განახორციელა", - აღნიშნულია უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 94 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics