19:19 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 23:52:33, 1279 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება

თუ რუსეთი არ წააგებს ომს უკრაინაში, მაშინ რუსები თავს დაესხმებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და საბოლოოდ გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, თუ რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას შეძლებს, მისი სამიზნე ნატო გახდება.

"დღეს აშკარაა, რომ ბუფერული ზონა შეუძლებელია. თუ რუსეთი არ წააგებს, მაშინ რუსეთი ასე თუ ისე შეუტევს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს. ეს უეჭველი მომავალია. იგივე უნგრეთს არ აქვს სუვერენული უფლება დარჩეს ამ არაპროგნოზირებადი შედეგების მიღმა, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას", - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics