|
2024-02-15 12:20:29, 923 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოტენციური პარტნიორია
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მთავრობის მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ხარისხიანი, პირდაპირი ინვესტიციები მოვიზიდოთ როგორც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმზე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ბევრს მუშაობს სხვადასხვა ქვეყანასთან, აქვს ინტენსიური დიალოგი ძირითად პარტნიორებთან და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი, პოტენციური პარტნიორი საქართველოსთვის არის საუდის არაბეთი, რომელიც უმსხვილეს ეკონომიკას წარმოადგენს ყურის ქვეყნებს შორის. „გასულ წელს გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ყურეში, შევხვდით მმართველ გუნდს, პრინცს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ფორმალური პლატფორმები ეკონომიკური ურთიერთობების წასახალისებლად ორ ქვეყანას შორის. ასეც მოხდა - შარშან სავაჭრო პალატებს შორის ჩამოყალიბდა ერთიანი პლატფორმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაწილეობით შეიქმნა კონკრეტული ბიზნესსაბჭო, სადაც ქართული და საუდის არაბეთის ბიზნესებია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო წავახალისოთ ინვესტიციები, სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და დღევანდელი ფორუმიც ამ დაწყებული სამუშაოს ლოგიკური გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებს შორის და იმედი მაქვს, რომ კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული ინვესტიციების განხორციელების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა. 15 თებერვალს თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა. ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები მსჯელობენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. ღონისძიების ფარგლებში ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით. საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)