|
2024-02-09 23:23:29, 1562 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ალექსანდრე სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა ფრონტზე პოზიციებს გააძლიერებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკის დანიშვნის შემდეგ , უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. როგორც ერმაკი აღნიშნავს, სიტუაცია ფრონტის ხაზზე ახლა ნამდვილად რთულია. "უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, თუმცა ახლა სიტუაცია მართლაც რთულია. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ შესაძლებელია არამხოლოდ რუსეთის არმიის შეჩერება, არამედ მათი დამარცხება და მიწების გათავისუფლება. ორი წლის წინ ამის ძალიან ცოტას სჯეროდა. ამ ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აჩვენა, რომ ჩვენ არამხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ვმოქმედებთ. ჩვენ ყოველდღე ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არამხოლოდ შეგვიძლია თავი დავიცვათ, არამედ შეგვიძლია გავიმარჯვოთ", - განაცხადა ერმაკმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი გუშინ, 8 თებერვალს დანიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)