2024-01-26 21:47:24, 1122 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ამერიკელი კანონმდებლების მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების საკითხში გეგმა „ა“ იმუშავებს და უკრაინა დახმარებას მიიღებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინისათვის დამატებით დაფინანსებას, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კულებას თქმით, უკრაინას მიაჩნია, რომ ამერიკელი კანონმდებლების მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების საკითხში „გეგმა ა იმუშავებს და უკრაინა დახმარებას მიიღებს“.
„პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისგან არის მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა კულებამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,