2024-01-19 18:43:54, 1708 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 57 წლის მამაკაცი საცხოვრებელ კორპუსში პირდაპირი დარტყმის შედეგად დაშავდა.
"57 წლის ადგილობრივი საცხოვრებელ კორპუსში პირდაპირი დარტყმის შედეგად დაშავდა. მას ჭრილობა მკლავისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,