2024-01-16 14:30:15, 1582 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა
ხარკოვის ოლქის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ 26 სოფლის ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ევაკუაციის ბრანების გაცემა რუსი ოკუპანტების სახიფათო შეტევების გამო გახდა საჭირო.
"უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია კუპიანსკის რაიონის კონდრაშევსკაიასა და კურილივსკაიას თემებიდან", - განაცხადა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 043 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 279 ბავშვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,