2024-01-07 14:27:16, 2550 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
7 იანვრის დილას, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაღუპული 62 წლის მამაკაცია.
"რუსეთის ჯარები დილიდან უტევენ ხერსონს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სროლის შედეგად 62 წლის კაცი დაშავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაჭრილს საავადმყოფოში გული გაუჩერდა. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა",- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,