2024-01-03 17:58:34, 4353 ნახვა
ომი უკრაინაში
ავდიივკაში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არის მსხვერპლი
3 იანვარს ავდიივკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.
მისივე თქმით, დაახლოებით 11 საათზე რუსებმა ქალაქს 4 რაკეტა ესროლეს.
"ოკუპანტებმა იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს, რის შედეგადაც 51 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, 50 წლის ქალი კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აღნიშნა ფილაშკინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,