08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 17:26:41, 3562 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთი ბანკი“ 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) "ლიბერთი ბანკი" 75 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი დაჯარიმების ოთხ მიზეზს ასახელებს:

  • შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 7 (შვიდი) შემთხვევის გამო;
  • „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის მოთხოვნების 1 კლიენტთან მიმართებით დარღვევის გამო (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და კომერციული ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);
  • „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების გამოვლენისა და სამსახურისთვის წარდგენის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირების გამო;
  • 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევის გამო."




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics