2023-12-27 09:12:01, 1135 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - რუსებმა, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 500-მდე ეკლესია დაზიანეს, 30-ზე მეტი მღვდელი კი მოკლეს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 500-მდე ეკლესია დაზიანდა, მათგან ყოველი მეხუთე მთლიანად განადგურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 30-ზე მეტი მღვდელი აწამეს ან მოკლეს.
„ვიცით, რომ 100 ეკლესია მთლიანად განადგურდა, 500 კი ან განადგურდა, ან ნახევრად დანგრეულია ან დაზიანდა", - განაცხადა ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ ილენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,