2023-12-26 09:13:52, 1166 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - ყირიმში რუსული სადესანტო გემი გავანადგურეთ
გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსული სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გემს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.
„გუშინ ღამით უკრაინის საჰაერო ძალებმა დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი გაანადგურეს. რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ შემდეგ, დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი“ მიუყვება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,