00:50 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 14:10:27, 1247 ნახვა

ომი უკრაინაში
ბუდანოვი - კრემლის რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს

კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის საშობაო მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ის Telegram-ზე ავრცელებს.

ბუდანოვის თქმით, "უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე".

"კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს. უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე", - წერს ბუდანოვი.

გარდა ამისა, მიმართვაში ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელი იქნება, რომელიც "უკრაინას დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას მოუტანს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics