2023-12-22 16:46:30, 1207 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა
საომარი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში ვეღარ შეძლებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო, თავიდან აეცილებინა უკრაინის ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ "თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინა იმაზე უფრო ახლოსაა ნატოსა და ევროკავშირთან, ვიდრე აქამდე ყოფილა".
„პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა სამუდამოდ დაკარგა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,